5.0

წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება / The Art of Racing in the Rain / Wvimis Qvesh Rbolis Xelovneba

ჟანრი: დრამა, კომედია

რეჟისორი: საიმონ კიორტისი

როლებში: კევინ კოსტნერი, ამანდა ვენტიმილია, გერი კოული, კეტი ბეიკერი, მარტინ დონოვანი, რაიან კირა არმსტრონგი, ალ საპიენცა, კარენ ჰოლნესი, ანდრეს ჯოზეფი

გახმოვანება: ქართული

წელი:2019

...
...
ენცო - თითქმის ადამიანური სულის და ფილოსოფიური გონების მქონე ოჯახის ძაღლია, რომელიც მის ფორმულა 1-ის მრბოლელე-პატრონთან, დენი სვიფტთან თავისი კავშირის დამსახურებით, ადამიანის მდგომარეობის წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას მიიღებს და მიხვდება, რომ სარბოლო ტრასაზე საჭირო მეთოდები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოვრების გზაზე წარმატებული ნავიგაციისთვის. ერთ დღეს ჭკვიანი და კეთილი, ენცო სატელევიზიო პროგრამაში მოისმენს, რომ ძაღლის სიკვდილის შემდეგ ის შეიძლება ადამიანად დაიბადოს. ამის შემდეგ, მისი ცხოვრება მიზანს იპოვის. "სწორედ ამიტომ ვიქნები კარგი ადამიანი," - ფიქრობს ძაღლი, - "იმიტომ, რომ მოსმენა შემიძლია. მე საუბარს არავის არასდროს ვაწყვეტინებ და, თუ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევთ, შეამჩნევთ, რომ მუდმივად ცდილობენ საუბრის თემა შეცვალონ... ადამიანებო, გთხოვთ: ისწავლეთ მოსმენა. წარმოიდგინეთ ჩემნაირი ძაღლი, მოუსმინეთ სახვა ადამიანებს და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცით". როდესაც დენის რთული დღეები დაუდგება, ენცო გადაწყვეტს მას დაეხმაროს. ფილმი დენის, მისი ცოლის ევას, მათ პატარა ქალიშვილის ზოის და, ბოლოს, მათი საუკეთესო მეგობარის, ენცოს შესახებ მოგვითხრობს.

კომენტარის დატოვება

avatar